Facebook Twitter
Eng Geo
My status

სამხრეთ კავკასიის ტური
სამხრეთ კავკასიის ტური მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ სამ ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, მათი უძველესი ისტორიული ძეგლებითა და კულტურული წარსულით.
იხილეთ ვრცლად
კახეთის ტური
კახეთის რეგიონი მეღვინეობის სახელგანთქმული მხარეა საქართველოში. კახეთის რეგიონული ცენტრია თელავი.
იხილეთ ვრცლად
საქართველო-კავკასიის ლეგენდა
უშგული-ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი ევროპაში
საქართველო-მეღვინეობის ტრადიცული ქვეყანა
შეიგრძენი კავკასიონის მთების სიდიადე
მრვალფეროვანი, ველური ბუნება-ზღვის სანაპიროებიდან უმაღლეს მწვერვალებამდე
ქალაქი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს
საქართველო-ქვეყანა სადაც სტუმარი ღვთისაა-
კახეთის ტური
კახეთის რეგიონი მეღვინეობის სახელგანთქმული მხარეა საქართველოში. კახეთის რეგიონული ცენტრია თელავი.
კახეთის ერთდღიანი ტური: თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ ღვინის მრავალფეროვანი სახეობები უძველესი საოჯახო მარნებიდან, გაიცნოთ ადგილობრივი მოსახლეობა და დატკბეთ კახეთის ულამაზესი ბუნებით.
 
დღე 1: ტრანსფერი აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე. განთავსება თბილისის სასტუმროში.
 
დღე 2: გამგზავრება უჯარმის ციხე-სიმაგრის მიმართულებით. უჯარმა მდებარეობს მდინარე ლორის ხეობაში. IV-დან VIII საუკუნის ჩათვლით ის კახეთის აუღებელ, ყველაზე ძლიერ ციხე-სიმაგრედ მიიჩნეოდა. უჯარმის შემდეგ ესტუმრებით საქართველოში სიმაღლით მეორე ტაძარს ალავერდს, რომელიც 11-ე საუკუნით თარიღდება. ტური აგრეთვე მოიცავს გრემის და ნეკრესის მონასტრების მონახულებას. განთავსება თელავის სასტუმროში.
 
დღე 3: ვიზიტი თელავის ღვინის ქარხანაში; ღვინის დეგუსტაცია და ასევე ღვინის დამზადების ტექნოლოგიის ტური. თელავის შემდეგ მოინახულებთ წინანდლის, კახეთის თავადის - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. ბოლოს ესტუმრებით სამეფო ქალაქ სიღნაღს რომელსაც 23 კოშკიანი გალავანი აკრავს გარს. განთავსება სიღნაღის სასტუმროში.
 
დღე 4: თბილისში დაბრუნებამდე ეწვევით ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრეს დედოფლისწყაროში, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც „თამარ მეფის ციხე-სიმაგრე“. იგი მაღალი კლდის მასივზე მდებარეობს და მე-3-მე-4 საუკუნეებით თარიღდება. თბილიში ჩამოსვლის შემდეგ კი თქვენ შეგეძლებათ მოინახულოთ თბილისის ღირშესანიშნაობანი. განთავსება თბილისში.
 
დღე 5: ერთდღიანი ტური დავით გარეჯის მონასტერში, სადაც გვერდიგვერდ განლაგებულია „დავით დარეჯელისა“ და „იოანე ნათლისმცემლის“ სახელობის ტაძრები, რომლებიც კლდეშია გამოთლილი. ათასობით ბერს უცხოვრია ამ ადგილებში უხსოვარი დროიდან, დღესდღეობით რამოდენიმე სამონასტრო კომპლექსში კვლავ ცხოვრობენ მოღვაწეობენ ბერები. საღამოს თბილისში დაბრუნება. განთავსება თბილისში.
 
დღე 6: ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტის მიმართულებით.
 
ტური შეიცავს:
  • განთავსებისა და საუზმის ხარჯებს თბილისის სასტუმროში
  • სასტუმროებისა და გესთჰაუზების მომსახურეობა სამჯერადი კვებით რეგიონებში
  • ჩამოსვლისა და გამგზავრების ტრანსფერი
  • შიდა ტრანსპორტირება (ავტობუსი/მიკროავტობუსი/მსუბუქი მანქანა)
  • ღვინის დეგუსტაცია ღვინის ქარხანაში და მარანში
  • ინგლისურენოვანი გიდი
  • მუზეუმების ბილეთები
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


<< უკად დაბრუნება
© 2011 GGTour.ge, All Rights Reserved Created By Rati Ratiani